workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინ მონტოია “ვალენსიაში” უფასოდ გადადის

მარტინ მონტოია “ვალენსიაში” უფასოდ გადადის

“ბარსელონას” მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, “ვალენსიას” ფეხბურთელი გახდება და კატალონიელები მის სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს.

Sport-ის ცნობით, მონტოიამ პარასკევის ვარჯიში იმის გამო გამოტოვა, რომ ის ვალენსიაში გაფრინდა, რათა “ღამურებთან” კონტრაქტი გააფორმოს. ფეხბურთელი “ვალენსიას” თავის მომავალს 4 წლით დაუკავშირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” 25 წლის ფეხბურთელის უფასოდ გაშვებას ანდრე გომეშის ტრანსფერის გათვალისწინებით დასთანხმდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward