დღეს დილით, “სენტ ჯორჯ პარკზე”, “ბარსელონას” მიერ გამართული ვარჯიშის დროს, კატალონიელებს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდათ. ლუის ენრიკეს გუნდის ვარჯიშს ტრიბუნებიდან თვალს “მანჩესტერ იუნაიტედის” ირლანდიელი ლეგენდარული კაპიტანი როი კინი ადევნებდა.
კინი, ამჟამად, ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და ვინ იცის, შესაძლოა, მან “ბარსას” ვარჯიშიდან მისთვის სასარგებლო დასკვნებიც გამოიტანა.
ვარჯიშის შემდეგ, 44 წლის ირლანდიელი “ბარსელონას” ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გაესაუბრა.
როი კინი “მანჩესტერ იუნაიტედში” 12 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან 480 თამაში ჩაატარა, 51 გოლი გაიტანა და 17 ტიტული მოიგო.