ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 თებერვალს მოხდა.

თამაშები

27 თებერვალს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1949 წელი

“ატლეტიკოსთან” 4-0 მოგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-400 თამაში და მე-200 გამარჯვება გამოდგა.

1888 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1927-28) რიხარდ კონ “დომბი”.

1959 წელი

72 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1935-40) პატრიკ ო’კონელი.

1991 წელი

“ბარსელონას” მწვრთნელი იოჰან კრუიფი საავადმყოფოში გულის არეში ტკივილის გამო გადაიყვანეს. მას გულზე ორმაგი შუნტირება დასჭირდა.

2010 წელი

“მალაგასთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ ლა ლიგაში 71-ე გოლი გაიტანა, რითაც რონალდინიოს გადაასწრო.

2018 წელი

68 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ენრიკე კასტრო “კინი”.

2019 წელი

ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” სტუმრად 3-0 გაანადგურა. ამ მატჩში ლუის სუარესმა თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში გაიტანა.

2022 წელი

“ბილბაოსთან” ანგარიშით 4-0 მოგებულ შეხვედრაში დანი ალვესმა ლა ლიგაში “ბარსელონას” მაისურით 250-ე თამაში ჩაატარა. რონალდ არაუხოსთვის კი ლა ლიგაში ეს 50-ე თამაში გამოდგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • Bobi
    27 თებ 2021, 18:39

    კლასიკო როგორ მახსოვს 😍 სუარესის თერთმეტმეტრიანიც 😍

  • El pistolero 9
    27 თებ 2021, 13:26

    ვარანი რომ არ გამომხტარიყო სუარესს ორი ჰეტ ტრიკი ექნებოდა რეალის კარში შესრულებული❤❤