კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ფრანგული “ლიონის” საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრ ლაკაზეტი “ბარსელონაში” გადასვლის სურვილზე მიანიშნებს.
როგორც ცნობილია, ლუის ენრიკეს გამტანი თავდამსხმელის დამატება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა ლაკაზეტის ტრანსფერის საკითხიც შეისწავლეს. თავად ფეხბურთელმა, L’Equipe-თან საუბრისას, ესპანური ფეხბურთის მიმართ სიმპათიები არ დამალა: “ესპანური ფეხბურთი ძალიან მომწონს. თვალს “ბარსელონას”, “რეალსა” და “ატლეტიკოს” ვადევნებ.”
დღეს დილით კი, ლაკაზეტი სოციალურ ქსელებში “ბარსელონას” გვერდების მომწონებელ/მიმდევარი გახდა და ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ამით კატალონიურ გუნდში თამაშის სურვილი გამოხატა.
ლაკაზეტი “ლიონის” სკოლის აღზრდილია. ფრანგების პირველ გუნდში ჩატარებულ 230 თამაშში მან 92 გოლი გაიტანა. ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით შედეგიანი ბოლო 2 სეზონი იყო, როდესაც მან, ლიგა ერთის 67 შეხვედრაში თავი 48-ჯერ გამოიჩინა.
პრობლემა კი ისაა, რომ ლაკაზეტი უკვე 25 წლისაა, “ბარსელონა” კი მხოლოდ 22 წლის ფეხბურთელების შეძენითაა დაინტერესებული ![]()