Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-5 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.
ათივე კითხვას სწორი პასუხი სამმა ადამიანმა გასცა. შესაბამისად, სამივე მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით Riva1989, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რომელ წელს გადავიდა ადრიანო კორეია “ბარსელონაში”? – 2010
2. რა ნომრით თამაშობდა დეკუ “ბარსელონაში”? – 20
3. რომელი წლიდან თამაშდება ხუან გამპერის თასი? – 1966
4. რომელ ადგილზე გავიდა “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის 2000/01 წლების გათამაშებაში? – მეოთხე
5. რომელი ტიტული მოიგო “ბარსელონამ” 2006/07 წლების სეზონში? – ესპანეთის სუპერ თასი
6. რომელია “ბარსელონას” ისტორიაში პირველი არგენტინელი მთავარი მწვრთნელი? – ელენიო ერერა
7. რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა 2012/13 წლების სეზონში “ბარსელონას” მხრიდან პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე? – კრისტიან ტელიო
8. რომელი გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიტანა კრისტიან ტელიომ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი? – ლევერკუზენი
9. “ბარსელონას” რომელმა მცველმა გაიტანა გოლი 2014 წელს, კატალონიის სუპერ თასის ფინალში? – ხერარდ პიკე
10. რომელი ფეხბურთელი დაიყოლიეს “ბარსელონაში” თამაშზე კოსტიუმისა და საათის სანაცვლოდ? – ხოსეპ სამიტიერი
საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:
Riva1989 – 55
cruyff9 – 55
Hovik – 55
GreenDay – 49
Gogla – 45
DaviD_ViLLa_7 – 45
temo95 – 45
tamtEX – 45
barca_dato – 45
dato29dato – 45
ვიქტორინის მე-6 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 25 ივლისს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?

anribarsa – მეც მასე ვწვალობ სულ და ძლივს ვპოულობ )))
cruyff9 – გაიხარე, მე გაგზავნილი მაქვს 12:17-ზე, ანუ 23 წუთი დაგაკლდა 🙂
Sg me kide bolo.or kitxvas verasdros ver vpasuxob, sam enaze vedzeb magram pasuxs verasdros vnaxulob
გაიხარე, ხო ორჯერ 10დან 10ვეს ვუპასუხე მარა ერთხელ 5 წუთი დამაკლდა მეორედ არ ვიცი რამდენი, ორჯერ კიდე 9-9 კითხვას ვუპასუხე, ახლა გამოდის 50 კითხვაში 48 სწორი პასუხი მაქვს :)))
Vulochav yvelas
Gilocav, mec sul vakvirdebodi sul meoreze gadiodi an mesameze ertxel.mgoni xuti.wutit gvian gaagzavne 😀
გაიხარეთ ბიჭებო, წინა 4 გათამაშებაში ძალიან ცოტა მაკლდებოდა ან დროში ვაგებდი ან 1 კითხვა მეშლებოდა და როგორც იქნა მოვიგე )))
Vulocav gamarjvebuls, bolo kitxva magari iyo 😀
vulocav riva1988s
vulocav riva 1989s