workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: “ნეიმარის განვითარება მესის დიდი დამსახურებაა”

რონალდინიო: “ნეიმარის განვითარება მესის დიდი დამსახურებაა”

რონალდინიოს ოქროს პერიოდი ედგა “ბარსაში”, როდესაც მესიმ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ბრაზილიელმა მას დიდ ფეხბურთში გზა გაუკვლია.

მესიმ კი იგივე სამსახური ნეიმარს გაუწია, რომელიც მასზე 5 წლით უმცროსია და რონალდინიოს მათი წარმატება ძალიან ახარებს.

“როდესაც მესიმ პირველად ითამაშა გუნდში, მასში უდიდესი პოტენციალი დავინახე.” – განუცხადა რონალდინიომ ჟურნალისტებს ჩენაიში, სადაც იგი ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობს, ისეთი ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა რაიან გიგსი, ლუიშ ფიგუ და პოლ სქოულზი.

“უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი მასთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს. ძალიან კარგ დროს ვატარებდით, როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ.”

“მიხარია, რომ მესი ისევე ეხმარება ნეიმარს, როგორც მე ვეხმარებოდი მას, როდესაც ის “ბარსაში” გადმოვიდა. ზუსტად ეს არის უფროსი ფეხბურთელების მოვალეობა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward