workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიეტო “სევილიაში” გადასვლასთან ახლოსაა

ვიეტო “სევილიაში” გადასვლასთან ახლოსაა

“მადრიდის ატლეტიკო” და “სევილია” მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ. საქმე ეხება ლუსიანო ვიეტოს, რომელიც “სევილიაში” ერთ სეზონს არენდის წესით გაატარებს.

ნიჭიერი ფეხბურთელისათვის ბრძოლაში, “სევილიამ” “ბარსას” აჯობა. თავად ფეხბურთელს ლეო მესის გვერდით თამაში ძალიან სურდა და მზად იყო MSN-ის რეზერვისტი ყოფილიყო, თუმცა მისი სურვილი მინიმუმ ერთი წლით გადაიდება.

ვიეტო “სევილიამ” დაარმწუნა, რომ “ბარსელონა” მას საკმარის სათამაშო წუთებს ვერ მისცემდა. ანდალუსიელებმა ფეხბურთელს პირობა მისცეს, რომ ის მთავარ გუნდში ითამაშებს, თუმცა რამდენად შეასრულებენ ამ პირობას, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომლის დახმარებითაც 22 წლის ბიჭის გულის მოგება შეძლეს.

თავის მხრივ “ატლეტიკოს” ურჩევნია, რომ ფეხბურთელი იჯარის წესით გაანათხოვროს და ამისთვის არაერთი მიზეზი არსებობს. სეზონის დასრულების შემდეგ, დიეგო სიმეონემ თანხმობა განაცხადა მისი გუნდიდან გაშვებაზე, თუმცა “როხიბლანკოს” არ სურს, რომ ფეხბურთელი მათ მთავარ მოწინააღმდეგის ბანაკში გადაბარგდეს. ამავდროულად “ატლეტიკო” ფეხბურთელს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ფეხბურთელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და იჯარის დასრულების შემდეგ შესაძლოა გუნდს ტოპ კლასის თავდამსხმელი დაუბრუნდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward