workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ლუკა დინი “ბარსელონას” ფეხბურთელია

ოფიციალურად: ლუკა დინი “ბარსელონას” ფეხბურთელია

22 წლის ფრანგი მარცხენა მცველის, ლუკა დინის “პარი სენ ჟერმენიდან” “ბარსელონაში” ტრანსფერი დასრულებულია. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

დინი “ბარსელონას” სამედიცინო ცენტრში ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მივიდა და შემოწმება გაიარა. მან “კამპ ნოუზე” 11 საათზე გადაინაცვლა, სადაც კლუბის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის დროს ბართომეუმ მას უთხრა: “მოხარულნი ვართ, რომ ჩვენ კლუბში გადმოსვლა გადაწყვიტე.”

მცირე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა: “ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” გადმოვედი. ეს დიდი კლუბია და დღევანდელი დღე, ჩემთვის, დიდი დღეა.”

შეგახსენებთ, რომ დინის ტრანსფერი 16.5 მილიონი ევრო დაჯდა. მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward