workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ნეიმარი: “როდესაც “ბარსაში” გადავედი, მეგონა, რომ Playstaton-ს ვთამაშობდი”

ნეიმარი: “როდესაც “ბარსაში” გადავედი, მეგონა, რომ Playstaton-ს ვთამაშობდი”

“ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა, სამშაბათს, ჟო სოარესის გადაცემაში “ჟოს პროგრამაში” მიიღო მონაწილეობა. მან კატალონიურ კლუბში თავის დებიუტზე, მესიზე, ალვესზე, სხვა თანაგუნდელებზე, ეროვნულ გუნდსა და 2 წლის წინ მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.

ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატზე

“ექიმმა მითხრა, რომ თუ დარტყმას 2 ინჩით გვერდზე მივიღებდი, გავლას ვეღარასდროს შევძლებდი და ეტლს მივეჯაჭვებოდი. როდესაც საავადმყოფოში გადამიყვანეს, ფეხებს ვერ ვამოძრავებდი. ბევრი ვიტირე. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი კვირა იყო. ბავშვობიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობდი და ამ ტურნირს წესების დარღვევის გამო გამოვეთიშე.”

მესი

“თუ თქვენ ამ საკითხზე ფიქრობთ, იცოდეთ – ფეხბურთი მესის გარეშე არ არსებობს. ვისაც ფეხბურთი უყვარს, მას ყოველთვის სურს, რომ საუკეთესო მოთამაშე მოედანზე იყოს.”

დებიუტი “ბარსაში”

“როდესაც მესი დავინახე, შემეშინდა. გასახდელში როდესაც შევედი, იქ მესი, ჩავი, ინიესტა, პიკე, ალვესი და სხვები დამხვდნენ. ყველა მათგანი ჩემი კერპი იყო. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ Playstation-ს ვთამაშობდი. თავიდან, გამიჭირდა.”

ალვესი

“ბარსელონაში” ჩემ გადასვლასა და ადაპტაციის გავლაში მან ფუნდამენტალური როლი ითამაშა. ბევრი რამის თქმა შემიძლია ყველაფერ იმაზე, რაც მან ჩემთვის “ბარსელონაში” გააკეთა.”

ზაფხული და ეროვნული ნაკრები

“ბარსელონას” არ სურდა, რომ მონაწილეობა ზაფხულის ორივე ტურნირზე (კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები) მიმეღო და კლუბმა არჩევანის საშუალება მომცა. პრობლემა არ ყოფილა. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, გადავწყვიტე, ოლიმპიურ თამაშებზე წავსულიყავი.”

ფავორიტები MSN-ის გარდა

“ძალიან მომწონს ინიესტა. ის გუნდის არსებითად მნიშვნელოვანი წევრია თამაშის იმ სტილის გამო, რომელიც მაქვს აქვს. ასევე ბუსკეტსი და რაკიტიჩი. ჩემი ყველა თანაგუნდელი მნიშვნელოვანია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward