დრო: 23:55
ქალაქი: ბარსელონა
სტადიონი: “კამპ ნოუ”
მსაჯი: იტურალდე გონსალესი
ჩვენ ყოველ “კლასიკოს”, “საუკუნის მატჩს” ვუწოდებთ. ამ “საუკუნის მატჩისთვის” კი მთელი მსოფლიო ემზადება. მთელი მსოფლიო გაუთავებლად საუბრობს ამ მატჩზე. ფეხბურთის გულშემატკივარი ამა, თუ იმ ფეხბურთელს ერთმანეთს ადარებს და “თავს ირთობს”, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკია და მეტი არაფერი. ყველაფერი დღეს საღამოს გადაწყდება, როდესაც ერთმანეთს მსოფლიოს ორი გიგანტი, კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდება. მატჩამდე გუნდის მწვრთნელები, პეპ გვარდიოლა და ჟოზე მაურინიო ერთ რამეზე თანხმდებიან: “ეს არ იქნება სეზონის გადამწყვეტი მატჩი”, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს მატჩი სეზონის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მოგეხსენებათ, ბოლო 4 “კლასიკო” კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ მადრიდელების წლევანდელი ფორმა.
მაურინიოს მოსვლისთანავე გუნდის კიდევ ერთი “შენების” ცდა დაცვიდან დაიწყო. დაცვის გასაძლიერებლად მოუმ მადრიდში “პორტოსა” და აწ უკვე “ჩელსის” ყოფილ მცველს, კარვალიოს უხმო. მან დაცვაში გარაი ჩაანაცვლა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ “რეალის” ახლანდელი დაცვა, “ინტერისას” ვერ შეედრება, მაგრამ კარვალიო “ელ კლასიკოზე” ჟოზეს ძალიან გამოადგება.
ამის შემდეგ კი რაღა თქმა უნდა მაურინიომ კონტრ–შეტევებს მიხედა, მაგრამ ამას ალბათ დიდი ფიქრი არ ჭირდებოდა. ამისთვის ერთ–ერთ საუკეთესო ვარიანტად კრისტიანო რონალდო ითვლება, რომელსაც ათლეტურობასთან, სისწრაფესთან და კიდევ სხვა თვისებებთან ერთად დარტყმის კარგი უნარი გააჩნია. ზოგჯერ კი იგი იქიდანაც ურტყამს, საიდანაც გოლის გატანის შანსი ნულს უდრის, მაგრამ რას ვიზამთ.
როდესაც მადრიდს გოლი ჭირდება, ჟოზე ხშირად თავის ტაქტიკას ცვლის და ფეხბურთელებს შემდეგნაირად განალაგებს: 3–5–2. ამ ფორმაციაში მთავარი დირიჟორი ალბათ ჩაბი ალონსოა. იოზილი, დი მარია და კრისტიანო კი გოლის გატანას ცდილობენ. ამ ტაქტიკის დროს ხშირია შორი პასები.
“ბარსელონას” წელს ერთ–ერთი საუკეთესო სტარტი აქვს. მოგეხსენებათ პირველ თვეში გუნდს მცირე კრიზისიც ქონდა, რადგანაც ფეხბურთელებს დასვენება ესაჭიროებოდათ, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. თითქმის ყველა ფეხბურთელი ჩადგა ფორმაში და ბრძოლისთვის ყველა მზად არის. ახლა გუნდი “ლა ლიგაში” მეორე ადგილზე იმყოფება. კატალონიელებს მხოლოდ მადრიდის “რეალი”, ერთი ქულით უსწრებს. აღსანიშნავია ლეო მესის წლევანდელი ფორმა. ბოლო 10 მატჩში მან 10 გოლის გატანა შეძლო (თუ ჩავთვლით არგენტინის მაისურით გატანილ გოლსაც). ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ “პანათიანიკოსთან” მატჩში იგი ერთ–ერთი საუკეთესო იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს პედრო და ინიესტა…
ჩვეულებრივ მესი ცენტრში დგას ხოლმე, გვერდებს კი ვილია და პედრო უმშვენებენ. მარცხენა ფლანგზე დომინირებს ანდრეს ინიესტა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან კარგ ფორმაშია. მასთან ერთად კი ერთ–ერთი საუკეთესოა ჩავი ერნანდესი. ძირთადად კი ერთად თამაში ჩავისა და ბუსკეტსს უწევთ. ბუსკეტსი ჩავის დაზღვევას ცდილობს და შესაბამისად ჩავის თამაში უფრო თამამად შეუძლია.

“ბარსელონა”: მოგეხსენებათ ხერარდ პიკეს “ალმერიასთან” მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად ყვითელი ბარათც არ მიუღია. ასე, რომ იგი დღეს, “ბარსას” ღირსების დაცვას შეძლებს. გუშინდელ ვარჯიშზე გაბი მილიტოს გარდა პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა. მათთან ერთად კი ტიაგო ალკანტარამაც ივარჯიშა. ასე, რომ ახლა ყველაფერი გვარდიოლას ხელშია.
სავარაუდო შემადგენლობა: ვალდესი, პუიოლი, პიკე, ალვეში, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია, მესი.
“რეალი”: სამი ხედირა, რიკარდო კარვალიო და გონსალო იგუაინი – ეს სამი ფეხბურთელი “ელ კლასიკოში” მონაწილეობის მისაღებად მზად არიან. მოგეხსენებათ მათ სხვადასხვა ტრავმები აწუხებდათ. ახლა კი ეს ტრიო სათამაშოდ მზადაა. სამაგიეროდ სხვადასხვა მიზეზების გამო, განაცხადში ვერ მოხვდნენ გარაი, კანალესი და დავიდ რამეოსი. ტრავმები აწუხებთ ფერნანდო გაგოსა და კაკას.
სავარაუდო შემადგენლობა: კასილიასი, კარვალიო, პეპე, რამოსი, არბელოა, ჩაბი ალონსო, სამი ხედირა, იოზილი, დი მარია, კრისტიანორო, იგუაინი.
ამ მატჩის გასაშუქებლად 891 პროფესიონალი მუშაობს. ამ მატჩის ხილვა მთელ მსოფლიოში შეიძლება. რეპორტიორები, ფოტოგრაფები, კომენტატორები, ოპერატორები და ტექნიკოსები მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

2000/01: 2-0
2001/02: 1-1
2002/03: 0-0
2003/04: 1-2
2004/05: 3-0
2005/06: 1-1
2006/07: 3-3
2007/08: 0-1
2008/09: 2-0
2009/10: 1-0

– დღევანდელ მატჩში ჩვენ 13 მსოფლიო ჩემპიონის ხილვას შევძლებთ. 8 ჩემპიონისას “ბარსას” შემადგენლობიდან, ხოლო ხუთს – “რეალიდან”.
– წელვანდელ სეზონში, “ბარსამ” “ლა ლიგაში” 5 ქულა მხოლოდ საშინაო არენაზე დაკარგა, როდესაც მადრიდელებს “ბერნაბეუზე” 100%–იანი შედეგი აქვთ ნაჩვენები. სამაგიროდ გასვლით შეხვედრებში მათ 4 ქულის დაკარგვა მოახერხეს.
– “ბარსელონასა” და “რეალს” წლევანდელ სეზონში თანაბრად, 33–33 გოლი აქვთ გატანილი. “კამპ ნოუზე” “ბარსამ” მხოლოდ 12 გოლის გატანა შეძლო, ხოლო მადრიდელებმა გასვლით შეხვედრებში მხოლოდ და მხოლოდ 10 გოლის გატანა შეძლეს.
– “ბარსას” გასვლით შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ეს გოლები ჩვეულებრივ თამაშიდანაა გასული, ხოლო მადრიდელებს საუკეთესო შედეგი “ბერნაბეუზე” აქვთ ნაჩვენები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდს ისიც, რომ ისინი ძირითადად გოლებს საჯარიმო დარტყმებიდან და პენლებიდან იტანდნენ.
– მადრიდელთა შემადგენლობაში არის ისეთი 9 ფეხბურთელი, რომელმაც “ლა ლიგას” ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა: კასილიასი, მარსელო, კარვალიო, ჩაბი ალონსო, ხედირა, იოზილი, დი მარია, იგუაინი და კრისტიანო რონალდო.
– “ბარსას” მხრიდან კი ასეთი მხოლოდ 4–ია: ვალდესი, ალვეში, ინიესტა და პედრო.
– “რეალის” მხრიდან გუნდში ყველაზე აქტიური ჩაბი ალონსოა, ხოლო “ბარსადან”… ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. ეს ბრაზილიელი დანი ალვესია.
– გვარდიოლა “ნოუ კამპზე” თავის მესამე “კლასიკოს” მართავს. იგი ამ შედეგით კრუიფის (8), მიჩელის (6), რაიკაარდის (5) და ვან გაალის (4) შემდეგ დგას. ალბათ ყველამ კარგად შეამჩნია, რომ ის ამ სიაში ერთადერთი არა–ჰოლანდიელია.
– “ბარსელონასთან” გასვლით მატჩში “რეალი” 18–ჯერ დამარცხდა. აქედან კი “ბარსამ” თასის აღმართვა სეზონის ბოლოს მხოლოდ ერთხელ, 1928/29 წლების სეზონში ვერ შეძლო.
– ანგარიშით 1–0–ით, “ბარსამ” მადრიდელების დამარცხება 9–ჯერ შეძლო. 8–ჯერ კი ანგარიშით 2–1. ყველაზე შედეგიანი 1942/43 წლების სეზონი გახლავთ. ამ სეზონში მატჩი ფრედ, 5–5 დასრულდა.
მოდით ყველამ თავი მოვთოკოთ და თამაშს დაველოდოთ, მეც მჯერა რომ მოვიგებთ მაგრამ ვინიციუსს ნუ დავემგსგავსებით.
ალენია ძირითადში კარგი იქნებოდა 🙂
აი 3 0 მგონია რატომგაც
აქაც შეიხედეთ კულეებო, ვიცი გეამებათ წარსულის ნახვა:
https://twitter.com/FCBarcelona_es
იმედია სანახაობივი თამაში იქნება და გავანადგურებთ რეალს
უნდა გაგახაროთ ძმებო!
http://www.eurosport.ru/football/copa-del-rey/2018-2019/story_sto7131173.shtml
https://www.eurosport.co.uk/football/liga/2018-2019/football-news-lionel-messi-in-barcelona-squad-for-clasico-at-home-to-real-madrid-on-wednesday_sto7130823/story.shtml
ევროსპორტმა მესი ძირითადში იქნებაო! დემბო კი ავადაა !
ვამოს ბარსა!
მესი რა გვარით გამოდის?
რეალგლეჯიაშვილია ის დღეს!
http://www.eurosport.ru/football/copa-del-rey/2018-2019/story_sto7131173.shtml
იმედია მესსი ძირითადში იქნებაა.
დაველოდოთ თამაშს ძილის წინ სიზმარი არ ვთქვათ ვინც არ უნდა იყოს მეტოქე დაფასება უნდა და 90 წუთის მერე ვილაპარაკოთ შედეგზე ჯობია წინასწარ ვალენსიასთანაც გამოჩნდა თავი და ბოლო
ბარსელონა“: ტერ შტეგენი, ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერჟიო ბუსკეტსი, ფილიპე კოუტინიო, არტურ მელო, ლუის სუარესი, მალკომი, კლემან ლანგლე, ხეისონ მურილიო, ჟორდი ალბა, კევინ-პრინც ბოატენგი, სერჟი რობერტო, კარლეს ალენია, არტურო ვიდალი, ტომას ვერმალენი და ინიაკი პენია.
მესი რა გვარით გამოდის?
დღეს უნდა დავუმტკიცოთ საბოლოოდ მადრიდელებს,რომ ბარსელონაა ყველაზე ძლიერი მსოფლიოში.ვისკა ბარსა
რაღაც ძაან ცუდად მაიმუნობენ ტოტალიზატორები და "ბუკმექიკერებიც",ყველა "ბარსას" მარტივ გამარჯვებას ელოდება და ასეთ დროს ტყდება ზუსტად.იდეაში არ მჯერა,თან მესისთან ერთად ვართ და უპრინციპო მადრიდმა რა უნდა ქნას.მოკლედ ორი მხარეა,მაგრამ ობიექტურად რომ ვთქვათ მაინც აშკარაა "ბარსას" ფავორიტობა,ამიტომ თამაშს დაველოდოთ.
"Visca Barca,visca Catalunya!"
ამ თამაშის ყურება უკეთესი იქნება ვიდრე 5-1 ის
ერთი ვინიციუსის სახე მანახა თამაშის შემდეგ… როგორ იჭიკჭიკებს ვნახავთ. რობერტოსაც ვერ გაექცევა დარწმუნებული ვარ.
კამპ ნოუზე უნდა დავმარხოთ რეალი და ბერნაბეუზე საფლავის ქვა დავადოთ ვამოოოოოოს