“ლესტერის” ერთ-ერთი ლიდერი რიად მაჰრეზი, რომელიც “ბარსელონას” ინტერესის სფეროშია მოქცეული, თავის მომავალზე საუბრობს და ინგლისის ჩემპიონი გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს.
“მომდევნო სეზონში ჩემი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცო. ბევრი მუშაობა მომიწევს. “ლესტერი” – ეს ჩემი ოჯახია. მინდა, რომ აქ დავრჩე.
“არსენალის”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერის” ინტერესი? კარგია, როდესაც ასეთი ჭორები გესმის, თუმცა, არანაირი შეთანხმება მიღწეული არაა. ამჟამად, არაფერი ხდება. ვნახოთ. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება არ მიმიღია. შესაძლოა დავრჩე და შესაძლოა – წავიდე.”