იმ მომენტიდან, როდესაც ხოსეპ გვარდიოლა კატალონიის “ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, ორი სეზონი გავიდა. ამ ორ წელიწადში, “ბარსამ” თავის ყველაზე დიდ კონკურენტთან, მადრიდის “რეალთან”, ოთხი მატჩი ჩაატარა, რომლიდანაც პეპის შეგირდებმა ოთხივე სასურველი შედეგით დაასრულეს და თავიანთი ერთგული გურშემატკივარი გაახარეს.
ამჟამად მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დანიშნეს. ძალიან მალე, ხვალ, თბილისის დროით 23:55 წუთზე, გაიმართება მეხუთე “ელ კლასიკო” გვარდიოლას მწვრთნელობის ერაში, რომელსაც ყველა, დიდი თუ პატარა, სულმოუთქმელად ელის. მანამდე კი, გავიხსენოთ იმ ოთხი “კლასიკოს” გოლები და მომენტები, რომლითაც ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთელებმა უდიდესი სიხარული მოგვანიჭეს.
“ბარსელონა” 2-0 “რეალი” (12/13/2008)
“რეალი” 2-6 “ბარსელონა”( 02/05/2009)
“ბარსელონა” 1-0 “რეალი” (11/29/2009)
“რეალი” 0-2 “ბარსელონა” (10.04.10)