workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 მიზეზი ოპტიმიზმისთვის

10 მიზეზი ოპტიმიზმისთვის

ალბათ უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ შეუძლია “ბარსას” მომავალ “ელ კლასიკოში” გამარჯვება. მე კი ამ უამრავიდან მხოლოდ 10–ს შემოგთავაზებთ…

– მოგეხსენებათ ბოლოს “ბარსამ” მადრიდელებთან 2008 წლის 7 მაისს წააგო. ორშაბათს კი ამ მარცხიდან 936 დღე შესრულდება. “ბარსა” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 4 “კლასიკოში” შეძლო გამარჯვების მოპოვება.

– “ლა ლიგას” ბოლო 27 “კლასიკოდან”, რომელიც “ნოუ კამპზე” გაიმართა, “ბარსამ” 18 მოიგო, 7–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 2–ჯერ წააგო.

– ჟოზე მაურინიოს “ბარსას” წინააღმდეგ, “ნოუ კამპზე”, არასოდეს უზეიმია. იგი “კამპ ნოუს” 3–ჯერ “ჩელსის” მწვრთნელის, ხოლო 2–ჯერ “ინტერის” მწვრთნელის რანგში ესტუმრა. იგი 3–ჯერ დამარცხდა, ხოლო 2–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.

– ოფიციალურ შეხვედრებში, პეპ გვარდიოლა 2–ჯერ არცერთ მწვრთნელს არ დაუმარცხებია და გამონაკლისი არც მაურინიოა. აქვე შემოგთავაზებთ იმ დანარჩენი 12 მწვრთნელის სახელს, რომელმაც პეპ გვარდიოლას დამარცხება შეძლო: მაკიეჟ სკორზა (Wisla Krakow, 1-0), სერხიო კრესიჩი (Numancia, 1-0), მირსეა ლუკესკუ Shakhtar Donetsk, 2-3), მაურისიო პოჩეტინო (Espanyol, 1-2), აბელ რესინო (Atlético Madrid, 4-3), გრეგორი მანზანო (Mallorca, 2-1), ხოსე ანტონიო კამაჩო (Osasuna, 0-1), კურბან ბერდიევი (Rubin Kazan, 1-2), მანოლო ხიმენესი (Sevilla, 1-2), კიკო სანჩეს ფლორეზი (Atlético Madrid, 2-1), ანტონიო ალვარესი (Sevilla, 3-1) და ესტებან ვიგო (Hercules, 0-2).

– “ლა ლიგაში” გვარდიოლა “კამპ ნოუზე” მხოლოდ სამჯერ, “ესპანიოლთან”, “ოსასუნასთა” და “ერკულესთან” დამარცხდა.

– კრიშტიანუ რონალდუს “ბარსასთვის” გოლი არასოდეს გაუტანია. იგი კატალონიურ კლუბს 3–ჯერ “მანჩესტერ იუნაიტედში”, ხოლო 2–ჯერ “რეალში” ყოფნისას დაუპირისპირდა.

– ლეო მესიმ ბოლო 10 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო. 9 – “ბარსასთვის”, ხოლო 1 – არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის.

– ეს გვარდიოლასთვის საუკეთესო სტარტია – 9 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება.

– საკუთარ მოედანზე “ბარსამ” უკვე ისეთი გუნდების დამარცხება შეძლო, როგორიც “ვალენსია” (2–1), “სევილია” (5–0) და “ვილიარეალია” (3–1). ახლა ჯერი მადრიდზეა…

– “პანათინაიკოსთან” გასვლითი მატჩის შემდეგ, “ბარსა” ყოველთვის ახერხებს გამარჯვებას: 2002 წელს კატალონიელები “სან მამესს” ესტუმრნენ და ანგარიშით, 0–2 გაიმარჯვეს, ხოლო 2005 წელს კატალონიელებმა “ოსასუნა” ანგარიშით, 5–0 დაამარცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward