workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიტოლო: “მესი, სუარესი და ნეიმარი ფეხბურთის მონსტრები არიან, მაგრამ კარგი დაცვა გვყავს”

ვიტოლო: “მესი, სუარესი და ნეიმარი ფეხბურთის მონსტრები არიან, მაგრამ კარგი დაცვა გვყავს”

ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი ვიტოლო ქვეყნის თასის ფინალში დღეს გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს. 26 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” შემტევ ტრიოს აქებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ანდალუსიელთა დაცვას მესი-სუარესი-ნეიმარის შეჩერება შეუძლია.

“მოგება გვწყურია. სერიოზული მეტოქე გვყავს. რთული იქნება, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი შესაძლებელია.

სეზონის დასაწყისში, ევროპის სუპერთასზე, თანაბარი თამაში ჩავატარეთ და მხოლოდ უმნიშვნელო დეტალების გამო წავაგეთ. თუმცა, საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და ახლა მოგება გვინდა.

მესი, სუარესი და ნეიმარი ფეხბურთის მონსტრები არიან, მაგრამ ჩვენ კარგი დაცვა გვყავს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward