workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისიც უნიკალურია

ისიც უნიკალურია

ეს სტატია მოამზადა მიგელ რიკომ, ”El Mundo Deportivo”-ს ჟურნალისტმა. ორიგინალური ვერსია შეგიძიათ წაიკითხოთ აქ.

 გასულ სეზონში ლიონელ მესიმ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეეძლო მისნაირ ვარსკვლავს. არგენტინელი იმსახურებდა კიდეც ამ ყველაფერს. ამ სეზონშიც, ლეო ახლოს არის იმავე პრიზების დასაკუთრებასთან. ეს არა მარტო საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, არამედ ”ოქროს ბუცის” მოგებასაც აპირებს. ეს ერთერდერთი ჯილდოა, რომელიც არგენტინელს ჯერ არ ღირსებია.

 თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ მისნაირი ფებხურთელი არ არსებობს. ის უნიკალურია. ექსტრაორდინალური ტალანტი ექსტრაორდინალური შესაძლებლობებით. მესის შემხედვარე, ყველა ხვდება, რომ მისგან სურპრიზებს უნდა ელოდეს. ის არის ადამიანი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. ეს მან წელსაც დაამტკიცა. პრიმერაში ლეომ გაიტანა ეტოზე და რომაროიზე მეტი ერთ სეზონში, თან ისე, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე არ უთამაშია.

შთამბეჭდავია, არა? მესის ეს გაბრწყინება, მომავალში არ მოგვცემს საშუალებას ვილაპარაკოთ საუკეთესო ”ბარსაზე” და არ ვილაპარაკოთ მესიზე, მაგრამ სამართლიანება მოითხოვს, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი ვახსენოთ ”ბარსას” რიგებიდან. ეს არის პედრო როდრიგეს ლედესმა. ბიჭი, რომელიც ასევე ექსტრაორდინალურ საქმეებს სჩადის მინდორზე. ბიჭი, რომელიც თითოეულ მატჩში ახერხებს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე მისგან ელიან.

უდავოდ, პედრო უტევს და საკუთარ კარს იცავს ერთნაირი ეფექტურობით, თანაც ერთ თამაშში. მაგალითად სამშაბათს, პედრომ ”ბარსელონა” ორით-ორს გადაარჩინა. 20 წამში კი, იმავე პედრომ ანგარიშჳ 3:1 გახადა. ამ ბიჭის ანგარიშზე პრიმერაში უკვე 10 გოლია(სულ 21 გოლი).

ფიზიკურად მომზადებული, ტაქტიკურად შეუდარებელი, ასეთია პედრო. ფეხბურთელი კანარის კუნძულებიდან, რომელიც თითქმის ყველა მნიშვნელოვან მატჩში ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. იმედებიც მართლდება, პედრიტო მინდორზე ისეთ რაღაცეებს სჩადის, რომ უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ: ”ისიც უნიკალურია”.

მართლაც არის. მხოლოდ პედრომ, ვერც მესიმ და ვერც სხვამ, შეძლო ექვს სხვადასხვა ტურნირში გოლის გატანა. და რაც მთავარია, ეს ექვსივე ტიტული მისმა გუნდმა დაისაკუთრა. დიდი მიღწევაა ფეხბურთელისთვის, რომელიც ერთი წლის წინ არავინ არ იყო, ხოლო ახლა ფასდაუდებელია კლუბისთვის. პედრო, თუმცა არ არის მესი, მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს ”ბარსელონასთვის”.

ამიტომ, მოდით ვნახოთ რა ეღირება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც პედროზე მეტი გაუკეთებია, მაგრამ მანამდე დასადგენია, არსებობს კი ასეთი ფეხბურთელი?

რა თქმა უნდა, არ არსებობს. ამიტომ, არავის უკვირს, რომ დელ ბოსკე პედრიტოს სამხრეთ აფრიკაში წაყვანაზე სერიოზულად ფიქრობს. ცხადია, ეს ბიჭი ჩვენს შექებაზე გაცილებით მეტს იმსახურებს.

წყარო: www.elmundodeportivo.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward