ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა 2016 წლის ზაფხულში გასამართი კოპა ამერიკისთვის განაცხადი დაასახელა. გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ 23-კაციან სიაში ეროვნული გუნდის ლიდერი, “ბარსელონას” ვარსკვლავი, ლუის სუარესიც მოხვდა.
ურუგვაელთა განაცხადი ასე გამოიყურება:
ფერნანდო მუსლერა, მარტინ სილვა, მარტინ კამპანია – დიეგო გოდინი, ხოსე ხიმენესი, სებასტიან კოატესი, მაურისიო ვიქტორინო, ხორხე ფუსილე, მაქსი პერეირა, ალვარო პერეირა – არევალო რიოსი, ალვარო გონსალესი, მატიას კორუხო, მატიას ვესინო, კრისტიან როდრიგესი, კარლოს სანჩესი, ნიკოლას ლოდეირო, გასტონ რამირესი – ლუის სუარესი, ედინსონ კავანი, დიეგო როლანო, კრისტიან სტუანი, აბელ ერნანდესი.
კოპა ამერიკის რიგით 45-ე გათამაშება სტარტს 3 ივნისს აიღებს და 26 ივნისამდე გასტანს. ურუგვაის ნაკრები, ჯგუფურ ეტაპზე, მექსიკას, იამაიკასა და ვენესუელას დაუპირისპირდება.
მიდი სუა შენი იმდედი მაქვს
რატო არ გამიკვირდა? 😀 😀 იმედია მესინიო მოიგებს კოპას და წელს 4 თასით დაამთავრებს ესპაეთის სუპერ თასიც უნდა მოვიგოთ