კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” მთავარი სპონსორი Ferrari იქნება.
ამჟამად, “ბარსელონას” ფორმაზე Qatar Airways-ის რეკლამაა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და “ბარსამ” ახალი სპონსორის ძებნა დაიწყო.
უახლესი ინფორმაციით, კატალონიელებმა იტალიურ კომპანია Ferrari-სთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. გარიგების დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.