workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენ არფა: “ვგრძნობ, რომ მზად ვარ, ევროპულ გრანდში ვითამაშო”

ბენ არფა: “ვგრძნობ, რომ მზად ვარ, ევროპულ გრანდში ვითამაშო”

ფრანგი ფეხბურთელი მედიაში გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ჰატემ ბენ არფას “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

“ბარსელონა”? ევროპული გრანდის შემადგენლობაში სათამაშოდ თავს აბსოლუტურად მზად ვგრძნობ. ბევრ სხვადასხვა დონეზე მითამაშია, ახლა კი ახალი, დიდი ან არც ისე დიდი გამოწვევისთვის, მზად ვარ”, – აცხადებს ჰატემ ბენ არფა.

“არსებობს უამრავი ჭორი “ბლაუგრანას” შესახებ. ხან “ბარსაზე” წერენ, ხანაც სხვა კლუბზე. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ამჟამად სეზონის დასკვნით ნაწილზე ვარ ორიენტირებული. ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება”, – დაასრულა ფრანგმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward