workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
მარტინო: “მესი თანახმაა, ოლიმპიადაზე არ ითამაშოს”

მარტინო: “მესი თანახმაა, ოლიმპიადაზე არ ითამაშოს”

“ბარსელონას” ყოფილი და არგენტინის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო აცხადებს, რომ ლიონელ მესი თანახმაა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არ ითამაშოს.

როგორც ცნობილია, მარტინო აპირებს მესი ოლიმპიური ნაკრების განაცხადში არ შეიყვანოს. ამის მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ნაკრებთან ერთად, კოპა ამერიკაზე თამაშიც უწევს და გარდა ამისა, მას ოლიმპიადა უკვე მოგებული აქვს.

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ლეოს ოლიმპიადაზე გამოძახება ზედმეტი იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე კოპა ამერიკა გაიმართება.

სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა, ოლიმპიადამდე კოპა ამერიკა რომ არ იყოს. ეს საკითხი ლეოსთან ერთად გავიარე. ის მეთანხმება.

ნეიმარს რთული სიტუაცია აქვს. როგორც ჩანს, ბრაზილიაში გადაწყვიტეს, რომ ის ოლიმპიადაზე გამოიყენონ და არა კოპა ამერიკაზე.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward