workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ პასტორე – პოტენციური საზაფხულო შენაძენი?

ხავიერ პასტორე – პოტენციური საზაფხულო შენაძენი?

არაა გამორიცხული, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 26 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდეს.

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ხავიერ პასტორე, რომელმაც “პარი სენ ჟერმენის” ძირითადი მოთამაშის ფუნქცია დაკარგა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის სამომავლო სეზონისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი ვარიანტი იყოს.

პასტორე, რომელსაც ლიონელ მესისთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს, სხვადასხვა შემოთავაზების მოსასმენად მზადაა. ის შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე ლუის ენრიკეს ერთ-ერთი სანდო ფიგურა გახდეს.

პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ამ დროისთვის მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა. როგორც საფრანგეთში ამბობენ, ის პარიზს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიიდან სიტუაციას “მილანი” და “იუვენტუსი” აკვირდება. აგრეთვე, ყურადღებითაა ანტონიო კონტე, რომელიც მომდევნო სეზონიდან ლონდონის “ჩელსის” ჩაიბარებს.

პასტორეს გარდა, “ბარსელონას” თავდასხმის გაძლიერების კიდევ არაერთი ალტერნატივა აქვს. სკაუტები “ვესტ ჰემის” რიგებში დიმიტრი პაიეზე დაკვირვებას აგრძელებენ. ნოლიტო კი ლუის ენრიკეს კვლავ მოსწონს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • İdman Azərbaycan
    schedule 24 აპრ 2016, 14:03
    #23

    kargi iqneba

  • roninika007
    schedule 24 აპრ 2016, 04:40
    #22

    პესეჟეს ზამენა რატო უნდა იყიდო, აი რატოოოოო???? ჰალილა დააბრუნონ ამის ყიდვას ჯობია. ვერატი არ მევასება და მომკალი, პოგბა მინდა ძალიან ბარსაში რააა, თუმცა ვერატიც არ იქნებოდა ურიგო, მარა მაინც პოგბა მინდა 😀 😀 😀

  • Bakero
    schedule 23 აპრ 2016, 22:05
    #21

    ეს ვის რა ჯანდაბათ უნდა კაცოო ! სულ გაგიჟდით :(((((