ახალგაზრდა გარემარბის განცხადებით, მისთვის უმჯობესი იქნება, “პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობაში ნეიმარი გადავიდეს, ვიდრე მესი.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში პარიზული გრანდი საკმაოდ ამბიციური გახდა. მათ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ. კლუბის ხელმძღვანელობა კი სამომავლოდ ახალი ვარსკვლავის შეძენით არის დაინტერესებული.
პსჟ-ს 23 წლის მოთამაშე მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ გამორიცხავს:
“შესაძლოა თუ არა ვიხილოთ ლიონელ მესი “პარი სენ ჟერმენში”? დიახ, რატომაც არა? ისევე, როგორც კარიმ ბენზემა და რობერტ ლევანდოვსკი”, – ამბობს ლუკას მოურა.
“თუმცა, პირადად მე მირჩევნია, ნეიმარი გადმოვიდეს. ეს როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის იქნება უკეთესი”, – განაცხადა ბრაზილიელმა.