workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენმა, შესაძლოა, ზაფხულში “ბარსელონა” დატოვოს

ტერ შტეგენმა, შესაძლოა, ზაფხულში “ბარსელონა” დატოვოს

არაა გამორიცხული, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა გოლკიპერი სხვა გუნდში ვიხილოთ.

როგორც ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უკმაყოფილოა იმ სათამაშო პრაქტიკით, რომელსაც “ბარსელონას” რიგებში იღებს და მზად არის, სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

არსებული ინფორმაციით, 23 წლის გერმანელის შეძენის მთავარ პრეტენდენტად “მანჩესტერ სიტი” ითვლება. აგრეთვე, მის ვარიანტს “მანჩესტერ იუნაიტედშიც” განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ გუნდს დავიდ დე ხეა დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგაში შვიდჯერ, ესპანეთის თასზე ექვსჯერ, ხოლო ლა ლიგაში ოთხჯერ ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward