workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” 5 წლის შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდა

“ბარსა” 5 წლის შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდა

“ბარსელონა” საბერძნეთში შუადღისას ჩაფრინდა, ისინი “ელინებთან” 5 წლის შემდეგ დაბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ მათ გასვლაზე “პანათინაიკოსთან” უწევთ თამაში.

პეპ გვარდიოლამ ბერძნებთან შესახვედრად 20 ფეხბურთელი წაიყვანა. “პანათინაიკოსთან” მატჩი ხვალ 23:45 წუთზეა დაგეგმილი.

როსელი გუნდთან ერთად

გუნდთან ერთად საბერძნეთში ჩავიდა პრეზიდენტი სანდრო როსელი, ასევე ვიცე პრეზიდენტი სპორტულ საკითხებში: ხოსე მარია ბარტომეუ, დირექტორები: კარლეს ვილარუბი, რამონ ფონტი და სილვიო ელიასი, აგრეთვე მათთან ერთად გაფრინდა ანდონი სუბისარეტა, რომელიც პრესას გუნდის აფრენამდე ესაუბრა. 

ახალი ფორმა

“ბარსას” ფეხბურთელებმა თან წაიღეს მათი ახალი ფორმა, ყვითელი მაისურები და შავი შორტები.

საღამოს სესია “ოატა”-ზე

ფეხბურთელებს დაგეგმილი აქვთ “ოატაზე” ვიზიტი, 19:30 წუთისთვის. აქ ტარდება ღონისძიება სადაც სიტყვით სერხიო ბუსკეტსი და პეპ გვარდიოლა გამოვლენ.

სურათები
"ბარსა" 5 წლის შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward