“ბარსელონას” მომდევნო მეტოქის, “სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო კატალონიელებთან გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგის მიუხედავად, ანდალუსიელები დადებითი შედეგის მისაღწევად იბრძოლებენ.
“ბარსელონასთან” გასამართი დაპირისპირება რთული იქნება, თუმცა მეტოქეზე, ან რომელიმე კონკრეტულ თამაშზე არ ვფიქრობთ. თავდაუზოგადავად ვმუშაობთ და ყოველ თამაშს ვსწავლობთ იმისათვის, რომ წინააღმდეგობა ნებისმიერ მეტოქეს გავუწიოთ. ჩვენთვის, ყველა მატჩი ერთნაირად მნიშვნელოვანია.
სეზონის დასრულებამდე კიდევ 3 თვეა დარჩენილი და მუშაობა იგივე შემართებით უნდა განვაგრძოთ. ახლა, კარგ ფორმაში ვართ.”
“ბარსელონა” და “სევილია” ერთმანეთს კვირას, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაუპირისპირდებიან. კატალონიელები მატჩს 33-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან, ანდალუსიელებს კი, ლა ლიგაში, 7 თამაშია არ წაუგიათ. თუმცა, “სევილიას”, სტუმრად, უკვე 12 მატჩია არ მოუგია.