მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონას” ოთხშაბათს, “ჩემპიონთა ლიგის” მორიგ ტურს, ბერძნული “პანათინაიკოსის” წინააღდეგ გამართავს. პეპ გვარდიოლამ საბერძნეთში გასამგზავრებლად 20 ფეხბურთელი გამოიძახა…
პინტო ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, გაბი მილიტოს ტრავმის მოშუშებამდე კიდევ დიდი დრო აქვს, ხოლო რაც შეეხება ერიკ აბიდალს, მას ფორმა სრულად ჯერ არ აღუდგენია. ასე, რომ საბერძნეთში გასამგზავრებლად “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელები, მინიო, ტიაგო და ფონტასი ემზადებიან.
გუნდმა “სიუტატ ესპორტივაზე”, “ჩემპიონთა ლიგის” ოფიციალური ბურთით ივარჯიშეს. ფეხბურთელები გეზს საბერძნეთისკენ ხვალ აიღებენ. გვარდიოლამ ამ მატჩისთვის, მცირე ტრავმისდა მიუხედავად გამოიძახა ფრანგი მცველი, ერიკ აბიდალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვარდიოლამ 20 ფეხბურთელი შეკრიბა, მაგრამ “უეფას” წესდების მიხედვით, ერთ თამაშისთვის მხოლდ 18 ფეხბურთელია დაშვებული. ასე, რომ გუნდის მწვრთნელს ორი ფეხბურთელის შინ დატოვება მოუწევს.
მოგეხსენებათ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხეფრენ სუარესი ტრავმება დატანჯეს. ბოლო ტრავმა მან “სეუტასთან” მატჩში მიიღო, მაგრამ როგორც “ბარსას” ოფიციალური საიტი იტყობინება, მან ფორმა უკვე სრულად აღიდგინა.
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებმა, მინიომ, ტიაგომ, ფონტასმა, დოს სანტოსმა, რივეროლამ, პლანასმა და ილიემ. ასევე ვარჯიშში მონაწილეობდა ერიკ აბიდალი, მაგრამ თამაშის ნება მისთვის მედიკოსებს ჯერ არ დაურთავთ.
აქვე შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც საბერძნეთში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ: ვალდესი, მინიო, ალვეში, პიკე, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, ბოიანი, მესი, ხეფრენი, მაშერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, მაქსველი, ადრიანო, აბიდალი, ტიაგო და ფონტასი.