კატალონიის “ბარსელონა” განაგრძობს მზადებას საკმაოდ დატვირთული კვირისათვის. გვარდიოლას შეგირდებს ამ კვირაში, ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელით. ჩემპიონთა ლიგაზე “პანათინაიკოსთან” და ლა ლიგაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. “ალმერიას” განადგურების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა, ხოლო დღეს უკვე სერიოზული მზადება დაიწყეს. “ბარსას” ჯერ ლიგაზე აქვს სათამაშო საბერძნეთში, ხოლო შემდეგ, ჩემპიონატში მათ ელით “ელ კლასიკო”, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს “ბლაუგრანასთვის”. გუნდი დღეს ჩაატარებს ერთ ვარჯიშს და ხვალ 9:30 საათზე გაფრინდება საბერძნეთში. მათი თვითმფრინავი დედაქალაქში 13:20 საათზე ჩავა. სამშაბათს საღამოს “ბარსა” ოლიმპიურ სტადიონზე ჩაატარებს ვარჯიშს. “პანათინაიკოსთან” მატჩის შემდეგ გუნდი კატალონიაში ხუთშაბათს დაბრუნდება და მზადებას “კლასიკოსთვის” პარასკევს დაიწყებს. “რეალთან” მატჩამდე, “ბარსა” 4 ვარჯიშს ჩაატარებს: პარასკევს, შაბათს, კვირას დილით და ორშაბათს მატჩის დაწყებამდე. ამ თვის საუკეთესო დასასრული ის იქნება, თუ დავამარცხებთ “რეალს” და ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადავინაცვლებთ.
დატვირთული კვირის განრიგი
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.