workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: “რთულია იყო მესი!”

მარტინო: “რთულია იყო მესი!”

“ბარსელონას” ყოფილი და არგენტინის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ლიონელ მესიზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ გუნდში ერთნაირი შემართებით თამაშობს.

“უნდა გავიგოთ, თუ რამდენად რთულია იყო ლიონელ მესი! საფეხბურთო ბრწყინვალების პარალელურად, ის ჩვეულებრივი ბიჭია. ის ლაპარაკობს და იქცევა ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. მას, როგორც სხვებს, ჰყავს ოჯახი, მეგობრები, აქვს ყოველდღიური პრობლემები.

მესის ყველაფრისთვის ჯერ არ მიუღწევია. უნდა გავიგოთ, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არაა. ფეხბურთში, ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ეროვნულ ნაკრებში ტიტულების ნაკლებობა მასზე ზეწოლას ახდენს. ეჭვგარეშეა, რომ ლეო კლუბში და ნაკრებში ერთნაირად იხარჯება.

კოპა ამერიკაზე მესიმ შესანიშნავად ითამაშა. ამ ტურნირზე, მოედანზე ყოველ 3-4 დღეში ერთხელ უნდა გახვიდე და ის ამას გაუმკლავდა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward