workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“პეპსი” ახალი სპონსორი იქნება?

“პეპსი” ახალი სპონსორი იქნება?

შესაძლოა, ამერიკული გაზიანი სასმელის კომპანია მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” მაისურზე გამოჩნდეს.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები “ყატარის ავიახაზებთან” ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ დიდი შანსია, თანამშრომლობა “პეპსისთან” დაიწყონ.

OKdiario-ში რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები წამოიწყო და სავარაუდოდ, შეთანხმება თითქმის შემდგარია.

კონტრაქტი და ციფრები უკვე მოლაპარაკებულია. მხარეებს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის მიხედვითაც “ბარსას” მაისურზე “პეპსის” რეკლამა გამოისახება, სანაცვლოდ კი კლუბი ყოველწლიურად 60 მილიონ ევროს მიიღებს.

ყატარელებთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა “ბარსელონა” პარალელურად ალტერნატივასაც ეძებს. ვიცე-პრეზიდენტმა კარლეს ვილარუბიმ, TV3-თან საუბარში, კლუბს უსპონსოროდ ყოფნა შესთავაზა. ამრიგად, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, “პეპსი”, რომელსაც ლიონელ მესისთან პირადად არაერთხელ უთანამშრომლია, სპორტულ სივრცეში უფრო აქტიურად შემოსვლას გეგმავს. არგენტინელის გარდა, მათ სარეკლამო კამპანიაში ლუის სუარესსაც ვხვდებით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward