Don Balon–ის ცნობით, “ჩელსის” ნახევარმცველი, ხუან კუადრადო აგენტი “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს.
27 წლის კოლუმბიელი ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაა, თუმცა ამჟამად არენდით “იუვენტუსში” ასპარეზობს. წყაროს თანახმად ფეხბურთელის აგენტი კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუანი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებდა.
მიმდინარე სეზონში კუადრადომ სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 2 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.