”ბარსელონა” სევილიაში ჩაფრინდა. ”სანჩეს პისხუანზე” დანიმ მრავალი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დღევანდელი მატჩიც ერთ-ერთი მათგანი იქნება. თუ დღევანდელ მატჩში ”ბარსელონამ” წარმატებას მიაღწია, მაშინ იგი დიდ ნაბიჯს გადადგამს ჩემპიონობისაკენ.
”ძალიან კარგი შეგრძნებაა დაბრუნდე იმს ადგილას, სადაც მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდი. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ რეალის მარცხს ”ატლეტიკთან”, არამედ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ”სევილია”. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ”სევილიასთან” და ”ვალიადოლიდთან” 6 ქულას ავიღებთ. ”სევილია” ჩვენთვის ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო და დღესაც ადვილი გასეირნება არ გველის. ”ბარსელონა” მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას, თუ თავის ჩვეულ სტილს არ უღალატებს”-განაცხადა დანი ალვესმა.
წყარო:www.barcamania.com



