workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერგიუსონი: ”ბარსელონა ჩემი არჩევანი იქნებოდა”

ფერგიუსონი: ”ბარსელონა ჩემი არჩევანი იქნებოდა”

ყოველთვის, როდესაც პეპ გვარდიოლას კონტრაქტის განახლების დრო ახლოვდება, უსუსური ჭორები კვლავ აქტიურდებიან. გვარდიოლას უკავშირებენ ისეთ კლუბებს, როგორებიცაა მილანის “ინტერი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი”. და იცით რა? როგორც ჩანს, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის მენეჯერი (მწვრთნელი-სერ ალექს ფერგიუსონი) ხელმისაწვდომია და გამოხატავს სურვილს, თუმცა ცოტა არ იყოს, ეს ყველაფერი დაგვიანებულია.
სერ ალექს ფერგუსონმა, მიუხედავად იმისა, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად მოგებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის 11-ჯერ პრემიერ ლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, გუშინ, ყატარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოცნებობს ჰქონეს ”ბარსელონას” გაწვრთნის შანსი . ”ეს იყო რამდენიმე წლის წინათ. მე დავფიქრდი ”ბარსელონას” მწრვთნელობაზე. მათი იდეოლოგია, ფილოსოფია – ყველაფერი ფანტასტიურია. ეს არის მოდელი, რომელსაც უნდა მიბაძო”.
ფერგიუსონს შეახსენეს მისივე განცხადება პოსტის დატოვებაზე, რაზეც 68 წლის მენეჯერმა განაცხადა, რომ სანამ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, მანამ მოიცდის. მაგრამ აქვე აღნიშნა: ”მე კვლავ შევიცვლი აზრს, არ ინერვიულოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward