FIFPro-მ ის 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 2015 წლის სათადარიგო სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. მათ შორის “ბარსელონას” 3 მოთამაშეა.
გუშინ, FIFA/FIFPro-ს ვერსიით 2015 წლის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალი ფეხბურთელების მიერ ხმის მიცემითაა შედგენილი. დღეს კი ის მოთამაშეები დასახელდნენ, რომლებიც პირველ გუნდში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მაინც ბევრი ხმა აიღეს.
თერთმეტეული ასეთია: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), დანი ალვესი (“ბარსელონა”), ედენ აზარი (“ჩელსი”), ტონი კროოსი (“რეალი”), იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ).