workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი მეცხრამეტე იქნება

აფელაი მეცხრამეტე იქნება

მოგეხსენებათ გუშინ “ბარსელონამ” და “პსვ”–მ ჰოლანდიელი ნახევარმცველის, იბრაჰიმ აფელაის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. აფელაი იოჰან კრუიფის პერიოდიდან მეცხრამეტე ჰოლანდიელი ფეხბურთელი იქნება, რომელიც “ბლაუგრანას” მაისურს მოირგებს…

“ბარსას” ბოლო ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონჰოსტი გახლავთ, რომელიც 2007 წლის 27 ივნისს თავის ყოფილ გუნდში, “ფეინოორდში” გადაბარგდა. ამ თარიღიდან კი უკვე 3 წელიწადზე მეტი ხანი გავიდა და როგორც იქნა, აფელაის სახით “ბარსაში” კიდევ ერთ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ვიხილავთ.

ჰოლანდიელი ფეხბურთელები “ბარსას” მრავალი ტიტულის დაპყრობაში დაეხმარნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ალბათ იოჰან კრუიფია, რომელიც “ბარსაში”, “აიაქსიდან” გადავიდა და 14 წლიანი შესვენების შემდეგ გუნდს ქვეყნის თასი მოაპოვებინა. ამავე ათწლეულში კიდევ ერთი ჰოლანდიელი, იოჰან ნეესკენსი, “ბლაუგრანას” “თასების მფლობელთა თასის” აღებაში დაემარა.

იოჰან კრუიფის მწვრთნელობის პერიოდში “ბარსაში” თამაშობდნენ ისეთი ჰოლანდიელბი, როგორიცაა რონალდ კუმანი და რიჩარდ უიტჩგე. სწორედ ამ ფეხბურთელების დახმარებით მოიპოვა “ბარსამ” “ევროპის” თასი. სხვათა შორის, ამ პერიოდში პირველ გუნდში იოჰან კრუიფის შვილი, ხორდი კრუიფიც ირიცხებოდა.

ბობი რობსონის დროს, “ბარსას” რიგებს არცერთი ჰოლანდიელი ლეგიონერი არ იცავდა, მაგრამ ლუი ვან გაალის მოსვლასთან ერთად გუნდს რონალდ დე ბური, მიჩაელ რაიციგერი, უინსტონ ბოგარდი, რუუდ ჰესპი და პატრიკ კლუივერტი შეუერთდნენ.

ამის შემდეგ კატალონიურ კლუბში გამოდიოდნენ მარკ ოვერმარსი, ვან ბრონჰოსტი, ედგარდ დავიდსი და მარკ ვამ ბომელი, რომლებიც გუნდს ბევრი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარნენ. ახლა აფელაის ჯერია, რომელიც “ბარსასთვის” მეცხრამეტე ჰოლანდიელი ფეხბურთელი იქნება.

“ბარსას” ჰოლანდიელ ფეხბურთელთა ჩამონათვალი:

იოჰან კრუფი (1973-1978)
იოჰან ნეესკენსი (1974-1979)
დანი მიულერი(1988)
რონალდ კუმანი(1989-1995)
რიჩარდ უიტჩგე(1991-1993)
ხორდი კრუიფი(1993-1996)
მიჩაელ რაიციგერი(1997-2004)
რუუდ ჰესპი(1997-2000)
უინსტონ ბოგარდი(1997-2000)
ზენდენი(1998-2001)
ფილიპ კოკუ (1998-2004)
პატრიკ კლიუვერტი (1998-2004)
რონალდ დე ბური(1999-2000)
ფრანკ დე ბური (1999-2003)
მარკ ოვერმარსი (2000-2004)
ჯოვან ვან ბრონჰოსტი (2003-2007)
ედგარდ დავდსი (2004)
მარკ ვან ბომელი (2005-2006)
იბრაჰიმ აფელაი (2011-?)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward