workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიპი: „გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდები შექმნა“

ლიპი: „გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდები შექმნა“

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ პრესასთან ინტერვიუში მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. იტყობინება, La Gazzeta Dello Sport.

“ხოსეპ გვარდიოლა ქმნიდა და წვრთნიდა საუკეთესო გუნდებს ფეხბურთის ისტორიაში. სანამ ის “ბაიერნს” ჩაიბარებდა ესპანეთში, “ბარსელონაში” მუშაობდა, სადაც ყველა მწვერვალი დაიპყრო და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ბევრი დღემდე თვლის, რომ გვარდიოლამ “ლურჯ-ბროწეულისფრებში” ლეგენდარული იოჰან კრუიფის ფილოსოფია კიდევ უფრო განავითარა. მიუნხენის “ბაიერნში” პეპმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და ეჭვიც არავის ეპარება, რომ ამას 2015/2016 სეზონშიც მოახერხებს.” – განაცხადა, ლიპიმ. 

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2008-2012 წლებში მუშაობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • MNS 9 10 11
    schedule 02 იან 2016, 11:20
    #5

    მოდი ასტონ ვილა გუნდად ჩავთვალოთ rofl

  • ი.ხ.მ.ს.ნ.
    schedule 02 იან 2016, 03:31
    #4

    "როგორც ჩანს შეცვლები არ ჩანს" rofl

  • zura barca
    schedule 02 იან 2016, 02:50
    #3

    ეხლანდელი ბავარია გააპობს რეალს….ისედაც ძლივს უდგათ სული… lool

  • alvesi dani
    schedule 01 იან 2016, 23:39
    #1

    Lucho mirchevnia love