კატალონიის “ბარსელონა” UEFA-ს მიერ კლუბისთვის დაწესებული ჯარიმის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამ ინფორმაციას AP ავრცელებს.
UEFA-მ “ბარსელონა”, გულშემატკივრების მიერ ტრიბუნებზე კატალონიის დროშების გამოფენის გამო დააჯარიმა. პირველად ეს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში, “იუვენტუსთან” გამართულ შეხვედრაში მოხდა. მაშინ, კატალონიელები 30 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მიმდინარე სეზონში, “ლევერკუზენთან” “კამპ ნოუზე” გამართული თამაშის დროს, გულშემატკივრები სტადიონზე კვლავ დროშებით მივიდნენ და UEFA-მ “ბარსა”, ამჯერად, 40 ათასი ევროთ დააჯარიმა. კატალონიელებმა ჯარიმა გაასაჩივრეს, მაგრამ UEFA-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა და კატალონიელები იძულებულნი არიან სპორტულ არბიტრაჟს მიმართონ.
ცნობისთვის, “ბარსელონას” საშინაო არენაზე კატალონიის დროშებით მისვლის ტრადიცია სათავეს 1917 წლიდან იღებს, მაგრამ ბოლო დრომდე ეს დასჯადი ქმედება არ ყოფილა.