“რივერ პლეიტის” მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო “ბარსელონასთან” ხვალ გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალზე კომენტარს აკეთებს.
“ბარსელონას” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ჩვენ გვაქვს შემართება. ფინალში მოსახვედრად ბევრი ვიბრძოლეთ. ეს ხანგრძივი მოგზაურობა იყო. ეს თამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ მთელი არგენტინული ფეხბურთისთვისაც. თამაშით ვისიამოვნებთ, რადგან ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ ხდება.
მესიმ და ნეიმარმა, შესაძლოა, ვერ ითამაშონ? იმედი მაქვს, სათამაშოდ ყველა მზად იქნება”.