“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრანსფერზე ფიქრს არ წყვეტს. ამ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, “იუნაიტედი”, 2016 წლის ზაფხულში შეტევის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. მანჩესტერელების სამიზნეში გარეთ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი მოხვდნენ. კლუბის ხელმძღვანელობა ერთი ან ორი მათგანის შეძენას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში, “მანჩესტერს” ნეიმარის შეძენის მცდელობა უკვე ჰქონდა, რაც ფეხბურთელის მამამაც დაადასტურა, თუმცა ტარსფერი არ შედგა. ახლა კი, ნეიმარი “ბარსელონასთან” ახალი კონტრატის გაფორმებაზე ფიქრობს.