“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევი ანტონი მარსიალი აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლას “ბარსელონაზე” ძლიერი გუნდი მას არასდროს უნახავს.
“საუკეთესო გუნდი, რომელიც ოდესმე მინახავს პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” იყო. იმ გუნდის სათამაშო ფილოსოფია მომწონდა.
გვარდიოლას “ბარსელონაში” ყველა პოზიციაზე დიდებული ფეხბურთელები იყვნენ და როდესაც მათ უყურებდი, ფეხბურთის თამაში გინდებოდა.”