“სევილიას” სპორტული დირექტორის, რამონ მონჩის განცხადებით, ანდალუსიურ კლუბს “ბარსელონას” ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დუგლასის შეძენა უნდა.
“დუგლასს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვაკვირდებოდით, რაც ის ბრაზილიაში თამაშობდა. ჩვენ, ყველას, მისი თამაში ძალიან მოგვეწონა”, – აცხადებს მონჩი.
“ბარსელონამ” 25 წლის ფეხბურთელი “სან პაულუდან” 2014/15 წლების სეზონის დაწყებამდე იყიდა. ფეხბურთელს თითქმის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ ის მომავლისთვის გათვლილი შენაძენია. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დუგლასს არც ერთი მატჩი ჩაუტარებია.