ცნობილი გახდა იმ 59 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც 2015 წლის “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ. მათგან 7 “ბარსელონას” მოთამაშეა. ესენი არიან: ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ივან რაკიტიჩი, კლაუდიო ბრავო, ნეიმარი, ხავიერ მასკერანო და რა თქმა უნდა, ლიონელ მესი.
59-კაციან სიაში 7 წარმომადგენელი ჰყავს მადრიდის “რეალს”. ესენი არიან: გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდრიგესი, ტონი კროოსი და “ოქროს ბურთის” ამჟამინდელი მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ.
შემდეგ, 6 წარმომადგენლით, “ბაიერნი” მოდის. მიუნხენელთაგან საუკეთესოს წოდებისთვის რობერტ ლევანდოვსკი, არიენ რობენი, არტურო ვიდალი, დავიდ ალაბა, ტომას მიულერი და მანუელ ნოიერი იბრძოლებენ.
59-კაციან სიას FIFA-ს კომიტეტი 23-მდე შეამცირებს, ხოლო მათგან საუკეთესო 2016 წლის 11 იანვარს გამოვლინდება.