“სელტას” მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერიცო “ბარსელონასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში (4-1) თავისი გუნდის თამაშს აფასებს.
“ასპასი ძალიან სახიფათოა მეკარეებისთვის. ის, სისწრაფის დროს, ძალიან კარგია მცველების წინააღმდეგ. უფრო მეტი მომენტი გქვონდა. მოვიგეთ და ეს ადასტურებს, რომ სწორი სათამაშოს სტილით ვთამაშობთ. ეს გამარჯვება ჩემი ფეხბურთელებისთვის საჩუქარია.
რამდენიმე ფაქტორმა ჩვენს სასარგებლოდ ითამაშა. დღეს ჩვენსკენ ბევრი რამ იყო. ჩვენი სათამაშო აზრი ნებისმიერ მეტოქესთან მატჩში დომინირებაა.
ტაქტიკურად ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. პრესინგს მივმართავდით ნახევარდაცვასა და შეტევაში. მათ არ ვაძლევდით იმის საშუალებას, რომ თავი კომფორტულად ეგრძნოთ.
შესანიშნავი თამაში მოვიგეთ. თუმცა, ჩვენი მიზანი იგივე რჩება. მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, თუმცა ღრუბლებში ფრენას არ ვაპირებთ”.