“სელტას” მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერიცო უარს აცხადებს კომენტარი გააკეთოს თემასთან დაკავშირებით, რომელიც “ბარსელონას” მიერ ვიგოური ფეხბურთელებისთვის ფულადი პრემიების შეთავაზებას ეხება.
დღეს, 23:00 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში, “სელტა” “რეალს” უმასპინძლებს. თუ უმოტივაციო მასპინძლებმა მადრიდული მეტოქე დაამარცხეს, პრიმერას ბოლო ტურის წინ, ჩემპიონატის ფავორიტად “ბარსელონა” იქცევა.
“ამ თემაზე კომენტარის გაკეთება აკრძალულია. საქმე არა მხოლოდ პრემიებს, არამედ ზოგადად მსგავს სიტუაციას ეხება.
მე 11 საუკეთესო ფეხბურთელს ავარჩევ “რეალისთვის”. თამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მადრიდელებისთვის, არამედ ჩვენთვისაც.” – ციტირებს ბერიცოს სიტყვებს Marca.