workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 4 იანვრამდე განაცხადში რაფინიას ახალი ფეხბურთელით ვერ ჩაანაცვლებს

“ბარსელონა” 4 იანვრამდე განაცხადში რაფინიას ახალი ფეხბურთელით ვერ ჩაანაცვლებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად, კატალონიური კლუბი 4 იანვრამდე ახალი ფეხბურთელის შეძენასა და მის მოედანზე გაყვანას ვერ შეძლებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც “ბარსას” ყოფილმა დირექტორმა, ტონი ფრეიშამ, განაცხადა, რომ კლუბს ამის გაკეთება შეუძლია.

საქმე ისაა, რომ ესპანური ფეხბურთის ფედერაცია (RFEF), სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, კლუბებს ახალი ფეხბურთელების ყიდვის საშუალებას აძლევს, თუ მათ ფეხბურთელი ხანგრძლივი ავადმყოფობებისა ან ტრავმების გამო გამოაკლდათ. თუმცა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია.

დაახლოებით 3 თვის წინ, კატალონიელებმა FIFA-ში წერილი გააგზავნეს იმის გასაგებად, თუ როდის შეძლებენ ფეხბურთელების შეძენას. მათ პასუხად მიიღეს, რომ ეს შესაძლებელი მხოლოდ 4 იანვრისთვის იქნება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ რაფინია, “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის ჯვარედინა მყესების გაწყვეტის გამო, თითქმის მთელ სეზონს გამოტოვებს.

FIFA-ს სანქციების გამო, რომელიც 2016 წლის იანვრამდე მოქმედებს, ახალი ფეხბურთელები “ბარსელონას” ვერ ეხმარებიან. ესპანურ გრანდს სასჯელი არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებში დაშვებული შეცდომების გამო დააკისრეს. კატალონიურმა კლუბმა საჩივარი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, თუმცა უშედეგოდ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward