workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ახალ სპონსორებს ეძებს

“ბარსელონა” ახალ სპონსორებს ეძებს

კატალონიის “ბარსელონა” მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც, შესაძლოა, კლუბის სპონსორი გახდეს. როგორც ცნობილია, ეს ზამთრის სატრანსფერო კამპანიის სრულფასოვნად ჩასატარებლად აუცილებელია. ამ ინფორმაციას ესპანური Sport ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ “ბარსელონა”, ახალი ფეხბურთელის შეძენის შემთხვევაში, ფინანსური ფეირ ფლეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესის დარღვევის რისკის ქვეშ აღმოჩნდება, რომლის თანხმადაც, სახელფასო ფონდის წილი კლუბის ბიუჯეტის 70%-ს არ უნდა აღემატებოდეს. კატალონიურ კლუბს ეს მაჩვენებელი, ამ ეტაპზე, 66.8% აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი ახალ ფეხბურთელს მაღალ ხელფასს ვერ გადაუხდის.

“ბარსელონას” ამ წესის დარღვევის თავიდან ასაცილებლად 2 გზა აქვს – გაყიდოს ფეხბურთელები ან კონტრაქტები გააფორმოს ახალ სპონსორებთან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward