პეპ გვარდიოლას შეგირდებმა იციან კატალონიის თასის განრიგი. ”ბარსა” ბრძოლაში ბოლო ეტაპზე ჩართვება. მანამდე გაიმართება მატჩი ”ესპანიოლსა” და ”ოსპიტალეტეს” შორის. ეს მატჩი 1 დეკემბერს, 20 საათზე დაიწყება. იმავე დღეს ”ბარსა” ამ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ამ ტურნირზე მატჩების ხანგრძლივობა 45 წუთია.
”ელ კლასიკოს” შემდეგ
კატალონიის თასის მატჩები ელ კლასიკოს ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ჩატარდება. ელ კლასიკო 28 ნოემბერს, თბილისის დროით 24 საათზე ჩატარდება. კატალონიის თასის შემდეგ ”ბარსელონას” ელის ლა ლიგის გასვლითი მატჩი ”ოსასუნას” წინააღმდეგ.