დღეს საღამოს, ცნობილი გახდა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. წილისყრაში, რომელიც ხვალ, მონაკოში, 19 საათსა და 45 წუთზე გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 32 კლუბი, რომლებიც 8 ჯგუფში გადანაწილდება.
კატალონიის “ბარსელონა”, რომელიც პირველ კალათაში იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს თავისივე კალათაში მყოფ გუნდებთან. ესენი არიან: “ჩელსი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ბენფიკა”, პსჟ, “ზენიტი”, პსვ. გარდა ამისა, კატალონიელებთან ერთად ჯგუფში ვერ მოხვდებიან ესპანური კლუბები: “რეალი”, “ატლეტიკო”, “სევილია”, “ვალენსია”.
წარმოგიდგენთ სხვა კალათებში მყოფ გუნდებს:
მე-2 კალათა: “რეალი”, “ატლეტიკო”, “პორტუ”, “არსენალი”, “მანჩესტერი”, “ვალენსია”, “ბაიერი”, “სიტი”.
მე-3 კალათა: “შახტარი”, “სევილია”, “ლიონი”, კიევის “დინამო”, “ოლიმპიაკოსი”, ცსკა, “გალათასარაი”, “რომა”.
მე-4 კალათა: ბატე, მიონხენგლადბახის “ბორუსია”, “ვოლფსბურგი”, ზაგრების “დინამო”, თელ ავივის “მაკაბი”, “გენტი”, “მალმიო”, “ასტანა”.