მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აღიარებს, რომ მისი გუნდისთვის ორიენტირი ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი კატალონიის “ბარსელონაა”.
“ესპანეთში არაერთი ძლიერი გუნდია. ასეთი არა მხოლოდ “ბარსელონა”, არამედ “ატლეტიკო”, “ვალენსია” და “სევილიაა”. თუმცა, “ბარსელონა” მოქმედი ჩემპიონია და ეს გუნდი, ჩვენთვის, ორიენტირია. ასეთია სიმართლე.
თუ კატალონიელებთან მატჩში ბურთს გავაკონტროლებთ, მეტოქეს დავტანჯავთ, რადგან ისინი ბურთის ფლობას მიჩვეულნი არიან. თუ ეს არ გამოგვივა, მაშინ კარგად ორგანიზებულები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ “ბარსას” ბურთი ავართვათ.” – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს El Pais.