11 აგვისტო რომ დიდი დღეა “ბარსას” თითოეული ქომაგისთვის, ამას აღარ ჭირდება ჩვენი შეხსენება. გვეძლევა უნიკალური შანსი, დავდგეთ ერთად და ვუგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ გუნდს “დინამო არენაზე”. გავიზიაროთ “ბარსელონას” წარმატება ფეხბურთელებთან ერთად და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რათა გუნდმა იგრძნოს თავი, როგორც საკუთარ მოედანზე. ამისთვის აუცილებელია ერთხმად დავუჭიროთ მხარი “ბარსას” მათთვის ნაცნობი შეძახილებით.
უპირველეს ყოვლისა, დიდი თხოვნაა, თავი შევიკავოთ მოედანზე სტვენისგან.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე შეძახილს და სიმღერას, რომელსაც კატალონიელი გულშემატკივრები უმღერიან თავიანთ საყვარელ გუნდს. აუცილებელია მოუსმინოთ ვიდეოს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ყველა სიტყვა ისე არ წარმოითქმის, როგორც იწერება. ჩვენ კი შევეცდებით მაქსიმალურად ზუსტად ავხსნათ:
1. პირველ რიგში კლუბის ჰიმნი, რომელსაც აქტიურად მღერიან ფანები მთელი თამაშის განმავლობაში. ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.
2. O le le, o la la, Ser del Barça es, el millor que hi ha !
თარგმანი: ბარსას გულშემატკივრობა ყველაზე მაგარია !
ტრანსკრიფცია: ო ლე ლე, ო ლა ლა, სერ დელ ბარსა ეს, ელ მილორ კა ია.
3. Visca el Barça i Visca Catalunya
თარგმანი: გაუმარჯოს ბარსას, გაუმარჯოს კატალონიას
ტრანსკრიფცია: ვისკა ელ ბარსა ი ვისკა კატალუნია (ბოლო “ია” მსგავსად რუსულია я–ს)
4. 1899 (Mil vuit-cents noranta-nou),
neix el club que porto al cor,
blaugrana son els colors,
FUTBOL CLUB BARCELONA
la la la lalala, la la la lalala,
la la la lalala, futbol club Barcelona !
ტრანსკრიფცია: მილ ვუინტსენს ნურანტა ნოუ
ნეშ ალ კლუბ კე პორტ ალ კორ
ბლაუგრანა სონ ელს კოლორს
futbol club Barcelona !
თარგმანი: 1899 წელს შეიქმნა კლუბი ბლაუგრანას ფერებში, რომელსაც სულ გულით ვატარებთ.
ესეც მთვრალი ალბას შესრულებით 🙂
5. Oeeeee oe Barça oe !
ეს შეძახილი ისე იმღერება, როგორც ბრიტანული ჯგუფის Pet Shop Boys [Go West] –ის მისამღერი
6. Madridista qui no boti, he! he!
ტრანსკრიფცია : მადრიდისტა კი ნო ბოტი, ჰე, ჰე !
თარგმანი: ვინც არ ახტეს, მადრიდელი იყოს (შესაბამისად ამ შეძახილის დროს ყველა დახტის 🙂 )
ამ ვიდეოში სხვა შეძახილებიც ისმის.
7. Madrid cabron saluda al campeon !
ტრანსკრიფცია: მადრიდ კაბრონ, სალუდ ალ კამპეონ !
თარგმანი: მადრიდელო [ცენზურა], მიესალმეთ ჩემპიონებს !
ესეც ეტო’ოს შესურლებით: