“ბარსელონას” მე-2 გუნდი (“ბარსა ბ”), რომელიც ესპანეთის მე-2 დივიზიონიდან გავარდა, შესაძლოა, ამ ლიგაში უახლოეს დღეებში დაბრუნდეს.
საქმე ისაა, რომ მე-2 დივიზიონში მოთამაშე ერთ-ერთი კლუბი, “ელჩე”, გაკოტრების პირასაა. ალიკანტელებს საკუთარი ფეხბურთელების ვალი აქვთ. თუ კლუბი, 31 ივლისამდე, 7.2 მილიონ ევროს ვერ გადაიხდის, “ელჩე” პროფესიონალური ფეხბურთიდან მოიკვეთება და მის ადგილს სეგუნდადან გასულ სეზონში გავარდნილი 4 გუნდიდან (“ბარსა ბ”, “რასინგი”, “რეკრეატივო”, “საბადელი”) ერთ-ერთი დაიკავებს.
ცნობილია, რომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც “ელჩეს” ვალის გადახდა შეუძლია, “ბარსა ბ” არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები მზად არიან 7.2 მილიონი ევრო გადაიხადონ და მე-2 დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვონ. “ბარსელონას” ეს იმისთვის ჭირდება, რომ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ.