workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”სევილია” – ”ბარსელონა” (წინასამატჩო)

”სევილია” – ”ბარსელონა” (წინასამატჩო)

სურათზე: ,,ელ მუნდო დეპორტივოს” სავარაუდო შემადგენლობა.

,,ბარსელონა” სეზონის უმთავრეს შეხვედრაში შეეცდება ურთულესი შეხვედრის მოგებას სევილიაში, – ,,სანჩეს პისხუანზე” – იქ, სადაც ,,ბარსას”  თამაში ყოველთვის ძალიან უჭირდა. ორივე გუნდისთვის 3 ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტკივილები აწუხებთ პიკესა და მილიტოს, თუმცა პიკე თუ რამ სასწაული არ მოხდა აუცილებლად ითამაშებს. მოედნის ცენტრში ალბათ ბუსკეტსი იქნება, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი შეიძლება შეცვლაზე თამაში მოუწიოს. პეპ გვარდიოლა ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ურთერთშეხვედრები ,,სევილიას” მოედანზე:

”სევილია” - ”ბარსელონა” (წინასამატჩო)

სულ 65 შეხვედრა

,,სევილიამ” მოიგო – 28

,,ბარსელონამ” მოიგო – 18

ფრე – 18

ბურთები: 107 : 75 (,,სევილიას” სასარგებლოდ)

 

მსაჯი: უნდიანო მალენკო (ნავარადან) – 168 განსჯილი შეხვედრა ,,პრიმერაში”

 

,,ბარსელონას” თამაში იმსაჯა სულ – 25-ჯერ

,,ბარსამ” მოიგო 13, ფრედ ითამაშა 11 და წააგო მხოლოდ 1 შეხვედრა

,,ბარსას” სასარგებლოდ დანიშნა 4 პენალტი, საწინააღმდეგოდ – 3.

,,ბარსელონას” ფეხბურთელებს მისცა 63 ყვითელი ბარათი (2.5 საშუალოდ) და მხოლოდ 4 წითელი ბარათი.

,,სევილიას” თამაში იმსაჯა სულ – 14-ჯერ

,,სევილიამ” მოიგო 7, ფრედ ითამაშა 2 და წააგო 5 თამაში

,,სევილიას” სასარგებლოდ პენალტი არ დაუნიშნავს, საწინააღმდეგოდ დანიშნა – 4.

სევილიელებს მისცა 39 ყვითელი (2.8 საშუალოდ) და 4 წითელი ბარათი.

 

რომელ წუთებზე გააქვთ გოლები გუნდებს:

,,ბარსელონამ” პირველ ტაიმში გაიტანა 43 ბურთი, მეორე ტაიმში – 48

ყველაზე მეტი – 22 გოლი ,,ბარსამ” გაიტანა 76 წუთიდან 90-ე წუთამდე.

,,სევილიამ” პირველ ტაიმში გაიტანა 32 ბურთი, მეორეში – 28

ყველაზე მეტი – 14 ბურთი ,,სევილიამ” გაიტანა 31 წუთიდან 45-ე წუთამდე.

 

ორივე გუნდის ყველა ბომბარდირი:

 

წყარო: elmundodeportivo.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward